2021-05-07 18:00:34, 579 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სპეცოპერაცია ნიკა მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სპეცოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების შესახებ, წარმატებით სრულდება.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ნიკა მელია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და გუნდის წევრებმა.
„არ ვიცი რა დავარქვა თუ არა ბაქიბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა და არ დათანხმდებოდა გირაოს. სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება. ეს კარგია და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ, ნიკა მელია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და გუნდის წევრებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან