14:37 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-07 11:59:38, 638 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი აცხადებს, რომ რუის-ურბნისის ეკლესიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის განცხადებით, რუის-ურბნისის ეკლესიაში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება, რადგან გაუგებრობა უკვე ამოწურულია და საჩივრის შეტანას არ აპირებს.

„ეს არის ჩვეულებრივი შიდა საეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად და არავითარი გამოხმაურება და სხვადასხვა ინტერპრეტაცია საჭირო არ არის. მე თავად გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა შევხვედროდი ქვეწარმავალს, რაც რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთმა ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც ქრისტიანებს შეშვენით. მე თვითონ ვითხოვე პატიება და ყველაფერი მშვიდად დასრულდა.

უხერხულია, რომ ვილაპარაკოთ, რა სახით მოხდა ე.წ. ფიზიკური ანგარიშსწორება, არ მგონია ეს ვინმეს აინტერესებდეს. ჩემთვის დაჩოქება არავის უთხოვია, მე ვითხოვე შენდობა, ყველაფრის მიუხედავად. არავითარი პრეტენზია არ მაქვს არც იმ ერის ადამიანის და არავის მიმართ. არავინ დამკავშირებია ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ამ საქმის ირგვლივ არ დაიწყება მსვლელობა. დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ვინმე გვაყენებს შეურაცხყოფას და ვართ მძიმე მდგომარეობაში, მოვალენი ვართ, რომ ეს ყველაფერი გადავყლაპოთ, ეს არის აუცილებელი“, - განაცხადა თეიმურაზ თათარაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბარში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics