00:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 13:13:15, 780 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძეზე: სამწუხაროა, რომ მელიას ციხეში ყოფნის დროს მხოლოდ „ერთ ადგილზე“ საუბრობს

სამწუხაროა, რომ ნიკა მელიას ციხეში ყოფნის დროს, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ „ერთ ადგილზე“ საუბრობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

ხატია დეკანოიძე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაციონალუ მოძრაობას“ გამბედაობა და „ერთი ადგილი“ უნდა ეყოს, რათა პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და საკუთარი პარტიის თავმჯდომარე პატიმრობიდან დაიხსნას.

„წუხელ, საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რატომ ეშინია მისი თავისუფლების ქართულ ოცნებას. გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე. რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს. უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში“, - წერს ხატია დეკანოიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics