01:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 12:06:04, 936 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი, საპატიმროში აღმოჩნდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა პოპულარობისა და შარავანდედის მოხვეჭა, სინამდვილეში კი, თავი საპატიმროში ამოყო.

ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა და იძულებულია, დათანხმდეს გირაოს.

„დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა, გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მისი ყველა განცხადება, რომელიც თითქოსდა ემსახურებოდა იმას, რომ მელია გამოჩენილიყო თავისუფლებისთვისა და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად, სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი, ამ კანონის დარღვევით უნდოდა პოპულარობის და შარავანდედის მოხვეჭა და რეალურად, აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა, საპატიმროში და ახლა იძულებულია, დათანხმდეს გირაოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics