|
2021-05-03 16:28:18, 634 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული სემინარი გახსნა
დღეს ვირტუალურ ფორმატში დაიწყო აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრა, რომელიც 3-5 მაისს გაგრძელდება. პირველი დღის ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა სემინარი თემაზე: „თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის." სემინარში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველმა და ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. სემინარის მოდერატორი იყო ჟურნალისტი და წამყვანი ზეინაბ ბადავი. ADB-ის მმართველთა სემინარში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს იაპონიის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, ფილიპინებისა და ინდოეთის ფინანსთა მინისტრებმა. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, რომლის სწრაფი განვითარებაც, მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში, ესაა: ციფრული ეკონომიკა, ადამიანური კაპიტალი და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობები, რაც მისი თქმით, კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში. „ჩვენ დავინახეთ, რომ ციფრულ ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. ის სულ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მომავალში, ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა სწორედ ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა უნდა იყოს. განსაკუთრებით, ისეთი ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, თუკი გვინდა, რომ მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ ტემპებს. ამასთან, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომა, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ეკონომიკის განვითარების დაჩქარებისთვის. საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროექტი „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს", რომლის საშუალებითაც მოხდება საქართველოს დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მან, ასევე, ისაუბრა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ინვესტირება ამ მიმართულებითაც. თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკის აღდგენის პროცესში. „პანდემიამ გვიჩვენა, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულები ვართ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ შევქმნათ ხელოვნური ბარიერები. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ჩვენს ყველა მეზობელთან. უკვე მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ პროცესს ინდოეთთან. პანდემიის გამო, ახლა იქ ურთულესი ვითარებაა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და მსურს, თანადგომა გამოვუცხადო მათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის ხელშეწყობა - ეს არის სწორი გზა, რომელიც წარმმართველი ძალა უნდა გახდეს ეკონომიკის აღდგენისთვის პოსტპანდემირ ეპოქაში. ვფიქრობ, ეს მიმართულება დაგვეხმარება ეფექტურად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)