04:59 - 01 May, 2026
|
2021-05-03 15:59:04, 1372 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ვაქცინირებულ ტურისტებს ევროპაში მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ
ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, ევროკომისია წინადადებით გამოდის, ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეს არა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებს, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირსაც, ვისაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. მათივე რეკომენდაციით, მოგზაურობის ნებართვა შესაძლოა, გავრცელდეს მათზეც, ვინც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული ვაქცინით არიან აცრილი. ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპული საბჭო 4-5 მაისს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)