2021-04-30 13:10:40, 749 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში შეხვედრას მართავენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში შეხვედრას მართავენ.
დღევანდელ შეხვედრაზე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო მუშაობის ფორმატზე შეთანხმდებიან.
„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად ჩვენი საპარლამენტო მუშაობის ფორმატზე იმიტომ, რომ იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა" შემოუერთდება ამ შეთანხმებას და ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს სანამ ეს მოხდება, ცხადია არსებობს გამოწვევები, რომელიც ჩვენს რეაგირებას არამხოლოდ საჭიროებს, არამედ რომელზეც რეაგირებასაც საზოგადოება ჩვენგან პირდაპირ ითხოვს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან