02:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 18:14:50, 649 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ნიკა მელია ისევ მოექცა იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც რურუას გათავისუფლება და მისი ციხეში დარჩენა უნდოდა

მელია ისევ იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომელსაც უნდოდა, რომ რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას ოპოზიციის ნაწილს თამაშში აჰყვა.

„ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მზად არის, ევროკავშირის გირაო მიიღოს, მეორე დღეს უარყო, მესამე დღეს თქვა, რომ ისევ მზად არის. ის ისევ მოექცა იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც უნდოდა, რომ რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში, სამწუხაროდ, ის მათ ამ თამაშში აჰყვა.

რაც შეეხება ამნისტიაზე კანონპროექტებს შორის სხვაობას, სხვაობა პრაქტიკულად არ არის, ერთი და იგივეა ერთი ნაწილის გარდა. ეს არის დაზარალებულების თანხმობის საკითხი. მზად ვარ, ამაშიც გავყვე, მაგრამ უნდა ვიყოთ ერთნაირები ყველაფერში. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დაზარალებულის თანხმობაა საჭირო, მზად ვარ, მათ კანონპროექტს ხმა მივცე, მაგრამ დაზარალებული პოლიციელების თანხმობაც უნდა იყოს საჭირო, როცა მათზე თავდამსხმელებს ვასამართლებთ. ოპოზიციის მიმართ თხოვნა მექნება, ჩვენს მედიატორებს ჰკითხონ, ამ სახით კანონპროექტის მიღება მედიაციით მომზადებული დოკუმენტის შესრულებაა?! თუ შესრულება არ იქნება, გამოდის, რომ მათ წინადადებას ვერ დავეთანხმებოდი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics