2021-04-29 15:30:12, 575 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზილფიმიანი ოპოზიციას - დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ, 6-თვიანი შატალო არ გამიგია
დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ, 6-თვიანი შატალო არ გამიგია, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ზილფიმიანმა ოპოზიციონერი კოლეგები გააკრიტიკა და მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.
„დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ. სრული შატალოა, 6 თვიანი შატალო არ გამიგია. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ, კიდევ ერთი კვირა არ მოვლენ. რა არის ვერ გავიგე?! თუ მუშაობა გვინდა, ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის?! მოდი რამე კონსტრუქციული თქვი კაცო“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,