2021-04-29 11:36:39, 891 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელია „ქართული ოცნების“ პირობებში ციხიდან არ გამოდის, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველო, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რეგიოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, პრაქტიკულად, პირველ ადგილზე.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს მოწმობს ის, რომ ნიკა მელია „ქართული ოცნების“ პირობებში არ გამოდის ციხიდან, რადგან კმაყოფილია იქ არსებული პირობებით.
„საქართველო, დემოკრატიის თვალსაზრისით, რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში პრაქტიკულად პირველ ადგილზეა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამის თვალსაჩინო მაგალითია შემდეგი: „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქციური თავმჯომარე „ქართული ოცნების“ პირობებში არ გამოდის ციხიდან, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან