02:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 15:54:35, 798 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გამკაცრებული სანქციებით პოლიტიკური აქტივი „ხულიგნობას თავს დაანებებს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ გამკაცრებული კანონის პირობებში აქტივისტები „ხულიგნობას თავს დაანებებენ“.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, ეს არის „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პარტიული აქტივი.

„მოვისმინე მე შეფასებები, თითქოს ეს ამ პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის და ისინი, არ ვიცი, რისთვის თვითცენზურას, რომ ისინი არ ხულიგნობდნენ?! თუ ამას გულისხმობენ თვითცენზურაში და მსუსხავ ეფექტში, ძალიან კარგი თუ ამ თვითცენზურას შექმნის და ისინი ხულიგნობას თავს დაანებებენ. გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ხაზს ვუსვამ, განმეორების შემთხვევაში ხდება, ერთი წლის განმავლობაში თუ მოხდა განმეორება, რეციდივი თუ გვაქვს, ამ შემთხვევაში, მკაცრდება სანქცია. ყველაზე ადვილი გამოსავალი აქედან არის, ხულიგნობას თავი დაანებონ. ჩვენ რასაც ვხეავთ ქუჩაში ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, ეს არის პოლიტიკური პარტიის აქტივი, რომელსაც ჩვენ კარვებში, აქციებზე ვხედავთ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისა და სამართალდამცავი პირების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics