|
2021-04-28 13:25:39, 918 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონბასის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოვლენებში ანალოგიები არსებობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონბასში არსებულ სიტუაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს შორის არსებობს ანალოგია, თუმცა არის კონკრეტული განსხვავებაც. როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, დონბასში გაფორმდა მინსკის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი, რაც საქართველოში არ მომხდარა. „ალბათ არსებობს ანალოგია დონბასში არსებულ სიტუაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს შორის, ერთი განსხვავებით - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როდესაც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის აგრესია ცხინვალში, სამშვიდობოების პოზიციებზე, მათ შორის რუსეთის, იქ არ იყო გაფორმებული მინსკის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი. იქ ხელმოწერილიც კი არ იყო, მხოლოდ განხილული იყო მედვედევ-სარკოზის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც საქართველომ ხელი არ მოაწერა. სარკოზის მას შემდეგ, როდესაც ჩვენთან მოსკოვში მოილაპარაკა, გაფრინდა თბილისში იმისთვის, რომ უზრუნველეყო სააკაშვილის მხრიდან აღნიშნული დოკუმენტის მხარდაჭერა. სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, ოღონდ ამოშალა აქედან ძირითადი დებულებები. სარკოზი ცდილობდა, რომ წარმოედგინა ეს როგორც კომპრომისი, თუმცა ეს იყო ყველასთვის გასაგები. იქ იწყებოდა ფურცელი ფრაზით, პრეამბულით, რომ „რუსეთის ფედერაცია და საფრანგეთის რესპუბლიკა ცდილობენ მოახდინონ სიტუაციის ნორმალიზება ამიერკავკასიაში, სთავაზობენ საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შემდეგს: შეწყვიტონ ცეცხლი... აი ეს თავი სააკაშვილმა ამოშალა, და გამოვიდა უბრალოდ, რომ პირველი თავი ცეცხლის შეწყვეტაა და იმ დროიდან, დასავლეთი ჩვენგან ითხოვს, რომ შევასრულოთ აღნიშული შეთანხმება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)