02:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 13:06:05, 1133 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალებით რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი გადადგა

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადადგა რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვიოლა ფონ კრამონი მოუწოდებს ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც არ მოაწერა ხელი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომ შეუერთნენ შეთანხმებას.

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადადგა რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალებით. მე მივესალმები მის სიმამაცეს. სხვა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ის, რაც არის მათი გასაკეთებელი და შეუერთდნენ ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას. საქართველოს და ქართველის ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics