02:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 17:53:55, 734 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი გიორგი რურუას შეწყალებაზე - ეს არის შეთანხმების პირველი და ძალიან ნათელი შედეგი

ეს არის შეთანხმების პირველი და ძალიან ნათელი შედეგი, - ასე აფასებს პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას შეწყალებას.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ძალიან ბევრი აკრიტიკებდა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, სკეპტიკოსები მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა.

მანვე დასძინა, რომ გრძელდება მუშაობა, რათა მეორე პოლიტპატიმარი, ნიკა მელია გათავისუფლდეს.

„პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლმაც მივიღეთ ეს გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, დღეს როდესაც ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ვითხოვთ წელიწადნახევარია, ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი, ნიკა მელია, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და დავხუროთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა და შემდეგ არცევნებამდე მაინც მივიდეთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე, ქართველმა ხალხმა შექმნას საფუძველი ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics