2021-04-27 14:08:25, 723 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯომარედ კახა კუჭავა აირჩიეს
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს.
აღნიშნულ საკითს კენჭისყრაზე 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 კი, წინააღმდეგ წავიდა.
„ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის. ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებელია, რომ საზოგადოების ნდობა პარლამენტის მიმართ გავზარდოთ. ვისურვებ, რომ მალე ვიხილოთ სავსე დარბაზი, საინტერესო დებატები, ჯანსაღი კრიტიკა, ოპონირება და ის კონკრეტული შედეგები, რომელიც მისცემს მოსახლეობას იმედს, რომ ჩვენ ნამდვილად გავბრწყინდებით, ვიქნებით სამაგალითო არა მხოლოდ რეგიონში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ კახა კუჭავას კანდიდატურა მას შემდეგ დააყენეს, რაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან