00:57 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 17:15:34, 615 ნახვა

რეგიონი
კახეთში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, რამდენიმე საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამოქმედება და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ინფორმაცია დამტკიცებული პროექტების შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააცნო.

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობის შექმნას გულისხმობს, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რისთვისაც შპს „აჩინებულს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად სოფელ აჩინებულში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები  გადაეცემა.

კომპანიის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტი მოიცავს 650 ტონის მოცულობის სამაცივრე მეურნეობის  მშენებლობას და თანამედროვე მანქანა-მოწყობილობებით დაკომპლექტებას. მაცივრის ოპტიმალურად დატვირთვისათვის საორიენტაციო, ყოველწლიური შესანახი და სარეალიზაციო პროდუქცია იქნება საადრეო, საზაფხულო და საშემოდგომო ხილი და ბოსტნეული.

შპს „აჩინებული" პროექტის შესაქმნელად 600 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას და  ათეულობით ადამიანის დასაქმებას აპირებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics