2021-04-26 11:27:59, 505 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - არჩილ თალაკვაძემ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო, ის იყო და არის გამორჩეული ლიდერი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან ერთად მიიღო.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმართა, პარლამენტში თვისობრივად უნდა შეიცვალოს მდგომარეობა და უმჯობესად ჩაითვალა, პარლამენტის სპიკერი მოლაპარაკებებისგან დისტანცირებული პირი იყოს.
„არჩილ თალაკვაძემ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭოსთან და გუნდთან ერთად. ის იყო და არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. დღეს, როდესაც პარლამენტში თვისობრივად უნდა შეიცვალოს მდგომარეობა და ოპოზიციის ნაწილი შემოსულია, უმჯობესად ჩაითვალა, რომ პროცესებისგან უფრო დისტანცირებული ადამიანი იყოს პარლამენტის სპიკერი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან