22:03 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 16:52:10, 656 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს 13 ქალაქში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს 13 ქალაქში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ხელისუფლება არსებული პრობლემის გადაჭრის გზას ისევ ვერ ხვდება.

„ის, რომ პრობლემა არსებობს, ამის აღიარება პირდაპირ ხდება. თუმცა, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, ამას უკვე ხელისუფლება ვეღარ ხვდება. როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ ნუ ცდილობენ აქ რობოკოპებით, საპოლიციო ძალებით და რეპრესიული მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ამას მოვუწოდებთ მათ მთელი 180 დღე. იგივე მოწოდება იქნება დღესაც. გადავინაცვლებთ ჯებირთან, დავუძახებთ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელს. იგივე განცხადების საფუძველზე, რომელიც დღეს გავრცელდა მთავრობისგან, რომ შესაძლებლობა ექნებათ ადამიანებს გადაადგილდნენ ნამოხვანში მშვიდობიანად. წესით ამაზე წინააღმდეგობა არ უნდა გაწიონ, რადგან მათსავე  განცხადებაში წერია, შესაძლებლობა გვაქვს გადავადგილდეთ მშვიდობიანად ნამოხვანში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:

გუმათში - გუმათჰესთან;

ბათუმში - ერას მოედანზე;

ქობულეთში - ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე;

ბოლნისში - ცენტრალურ შესასვლელთან;

რუსთავში - გმირთა მემორიალის სკვერში;

ზუგდიდში - მთავარ მოედანზე;

ფოთში - რუსთაველის რკალთა, კოლხი დედის ძეგლის მიმდებარედ;

წყალტუბოში - ტაბიძის მოედანთან;

ლენტეხში - რაიონში შესასვლელთან;

ყაზბეგში - სტეფანწმინდის მოედანთან;

ლანჩხუთში - ჟორდანიას ქუჩაზე;

თერჯოლა - ცენტრში, საკათედრო ტაძრის მიმდებარედ;

რუისში - აგრალური ბაზრის მიმდებარედ;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics