2021-04-24 15:09:35, 743 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თვმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა
„ქართული ოცნება“ პარლამენტის თვმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა. კახას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. მას აქვს ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მან ძალიან აქტიურად განახორციელოს სპიკერის ფუნქციები. წარმატებას ვუსურვებ მას ახალ პოზიციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,