2021-04-23 20:39:41, 768 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-მ „გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმა
ცესკო-მ „გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმა.
ამის შესახებ განკარგულება თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.
„გაუუქმდეთ საარჩევნო რეგისტრაცია და მოხსნილ იქნან საარჩევნო სუბიექტის „გირჩი“ მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარმოდგენილი პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები, პარტიულ სიაში №8-დან №129-ის ჩათვლით, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე“, - ვკითხულობთ განკარგულებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,