23:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 16:56:54, 616 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში

ამ ეტაპზე, ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში კორონავირუსის მესამე ტალღაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და აუცილებელია ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან მოწოდებული ღონისძიებების დაცვა.

„ამ ეტაპზე, ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელაა მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან.

უკვე საზოგადოებამაც და ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იციან იმ ინსტრუმენტების გამოყენება და შეფასება ინფექციის გავრცელების, რომელსაც ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. ესაა ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. გვაქვს 1.47% ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4%-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება და უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics