|
2021-04-22 14:59:09, 435 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი „დედამიწის დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „დედამიწის დღის” აღნიშვნასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. „დღეს, 22 აპრილს დედამიწის დღეა. „ერთად, ჩვენ შეგვიძლია, აღვადგინოთ დედამიწა! - ასეთია მთავარი გზავნილი, რომლითაც მსოფლიო, 2021 წელს, დედამიწის დღეს აღნიშნავს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის, როგორც გლობალური გამოწვევის პროცესში, თანმიმდევრულად მუშაობს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. აქტიურად მიმდინარეობს ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის და დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად განვითარების მიმართულებით მუშაობა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოტურიზმის განვითარებას. უკანასკნელ პერიოდში დაცული ტერიტორიების ფართობი, რეკორდულად, 280 000 ჰა-ით გაიზარდა და ჩვენი ქვეყნის თითქმის 12% ტერიტორიას მოიცავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატყეო სექტორის რეფორმა და ტყის მდგრადი მართვა, რომელიც ტყის ახალი კოდექსის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ვმართოთ მდგრადად ტყე, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ია. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის უმნიშვნელოვანესი საფუძველი - კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” დამტკიცდა, რაც ქვეყანაში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გარემოსდაცვითი მმართველობის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. ჩვენ დავაწესეთ ახალი სტანდარტები, რათა მაქსიმალურად შევამციროთ სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურება და ეს დადებითად აისახოს ცალკეულ ქალაქებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარჩენების პრევენცია, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება. ამ მიზნის მისაღწევად, ვიწყებთ პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს პლასტმასის არამდგრად გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შეამცირებს გარემოზე მიყენებულ ზიანს. აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის პროცესი, რომელიც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობასა და სასკოლო სივრცეში ინტეგრირებას ითვალისწინებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაძლიერდება დაწყებითი საფეხურის 20 000 პედაგოგის შესაძლებლობები, ხოლო 250 000 მოსწავლე უკეთესად შეისწავლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი”, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის „დედამიწის დღის” აღნიშვნასთან დაკავშირებულ მიმართვაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)