2021-04-22 10:01:45, 562 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი - მოხარული ვარ კომპრომისის გამო, შეთანხმებული ნაბიჯები პოლიტიკაში ახალ სულისკვეთებას მოითხოვს
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში 19 აპრილს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, შეთანხმებიული ნაბიჯების განხორციელება ახალ სულისკვეთებას მოითხოვს პოლიტიკაში.
„მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი და ბატონი ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ. შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას“, - წერს ელჩი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან