23:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 09:32:00, 788 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე პოლიციამ 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავა, პეტერბურგში კი, 800-ზე მეტი - აღნიშნულ ინფორმაციას OVD-Info-ზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედია წერს, რომ სამართალდამცველებმა ყველაზე ნაკლებ მოსკოვში, 29 ადამიანი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, პოლიცია იყენებდა უხეშ ფორმებს აქციის მონაწილეების მისამართით და პეტერბურგში აქტივისტების წინააღმდეგ, დაკავებისას, ელექტროშოკი გამოიყენა.

ცნობისთვის, გუშინ, 21 აპრილს რუსეთს მასშტაბით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, რომელიც საპატიმროში იმყოფება. პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics