2021-04-21 14:01:37, 484 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩენე - საქართველოში მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია, რაც ნიშნავს ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში
საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხემბა ახალი ეტაპია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, შეთანხმება მმართველი პარტიისგან მეტ ანგარიშვალდებულებას მოითხოვს.
„საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია, რაც ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით მმართველი გუნდისთვის, ასევე, ნიშნავს ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში და გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც არ არის მტერი, არამედ პირიქით, მნიშვნელოვანი ელემენტია დემოკრატიისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან