2021-04-21 09:53:31, 713 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. პრეზიდენტმა საქართველო დილით დატოვა.
გვიან ღამით, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მას ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, რომლებმაც მის მიერ წარმოდგნეილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან