|
2021-04-20 23:59:30, 679 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას პრეზიდენტი სამშაბათს შეიწყალებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას პრეზიდენტი სამშაბათს შეიწყალებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამავე დღეს ამნიისტიის შესახებ კანონი დარეგისტრირდება პარლამენტში. „იყო სამუშაო ვახშამი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, სადაც ვათანხმებდით შეთანხმების შესრულების დეტალებს, მათ შორის, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ პირველი დღე ამ შეთანხმების შესრულების დაწყების იქნება სამშაბათი. ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი. ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მივიღებთ ამნისტიის კანონს და თუ მანამდე სხვა გზებით ვერ მოხერხდა ნიკა მელიას გათავისუფლება, ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმრობდან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)