|
2021-04-20 20:08:12, 752 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას
„ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების მეორე გზაც არსებობს - ეს არის ამნისტიის კანონის შემუშავება. „ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეთანხმება და ის ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე ძალიან მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. პირველი ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და, რა თქმა უნდა, პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არ დაეთანხმება. შემდეგი ნაბიჯი, როდესაც ოპოზიციონერი კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ერთად უნდა ვიმუშავოთ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, რომლის ინიცირებას და მიღებას რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)