|
2021-04-20 20:00:29, 655 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ დასრულებულია, არ ვაპირებ ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას
„ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ დასრულებულია, არ ვაპირებ ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტი გახდა საერთო ოპოზიციური ფლანგის ნაწილი. „ვერ მივიღებ ვერანაირ ბრალდებას ამ თემაზე. ადვილი შესამოწმებელია თქვენთვის, თუ რაზე ვსაუბრობდი. მე ავიღე პაუზა პარტიული პოლიტიკიდან. არ ვარ არც ერთ პარტიაში და არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში შესვლას. მე ვამბობდი, რომ ვრჩებოდი პოლიტიკაში და ვრჩებოდი საერთო ოპოზიციურ ფლანგზე. გუშინდელი დღის შემდეგ პარლამენტი გახდა ამ საერთო ოპოზიციური ფლანგის ნაწილი და ამიტომ ვარ აქ. მე ვთქვი, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას პარტიის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. დიახ, მე ავიღე პასუხისმგებლობა და გადავდექი პარტიის თავმჯდომარეობიდან და უფრო მეტიც, შევთავაზე პარტიის მთლიანად განახლება, რაზეც თავად პარტიამ თქვა უარი, რის შედაგადაც თავმჯდომარე გახდა გიგა ბოკერია. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია და ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ გარკვეული და დასრულებული. არ ვაპირებ ამ თემაზე ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას, წარმატებას ვუსურვებ „ევროპულ საქრთველოს“ , - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)