|
2021-04-20 19:40:48, 647 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ბრალდებებს არც დღეს და არც არასდროს ვუპასუხებ, ჩემი სურვილია, ოპოზიციის სრული შემადგენლობა იყოს აქ
„ბრალდებებს არც დღეს და არც არასდროს არ ვუპასუხებ, ჩემი სურვილია, რომ ოპოზიციის სრული შემადგენლობა იყოს აქ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აუცილებელია დაიწყოს ცვლილებების განხორციელება და გაიხსნას გზა. „მინდა გამოვხატო გულდაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმება არ აქვს დღეს ყველა ოპოზიციის წარმომადგენლის ხელმოწერა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ აქ შევკრებილიყავით სრული შემადგენლობით ოპოზიციონერები. ამავე დროს, მე მინდა ავუხსნა საზოგადოებას რომ მათ შორის დღევანდელი შეხვედრა მიშელთან ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიაროთ შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც ქვეყნის ევროპული კურსის უზრუნველყოფისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის აუცილებელი. იმედი მაქვს, რომ ორივე პოლიტპატიმარს ვიხილავთ თავისუფლებაზე, ამის შემდეგ მე მაქვს იმედი, რომ გაიხსნება გზა, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი აქ პარლამენტში და ცვლილებების განხორციელება დავიწყოთ. არც დღეს და არც არასდროს არ ვუპასუხებ ბრალდებას“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)