2015-01-06 10:01:47, 350 ნახვა
ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
"გულითადად ვულოცავ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს.
ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ ვქმნიდით საკუთარ ისტორიას, ვამყარებდით ურთიერთპატივისცემას, ძმობას, სიყვარულს და მჯერა, სწორედ ამ გზით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან