01:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 11:29:04, 498 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ ორი მემორანდუმი გააფორმა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ინიცირებული პროექტების გაძლიერებას ითვალისწინებს. საუბარია ორ პროექტზე „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ და „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“. ორივე პროექტის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენს და მათი განხორციელების ვადა 2020-2023 წლებია.

„პროექტის „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ მიზანია საქართველოში ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; შშმ პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია და ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

რაც შეეხება „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობას საქართველოში (ფაზა II)“, აღნიშნული პროექტის მიზანია პირველად ჯანდაცვაში ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბება.

საწყის ეტაპზე პროექტის პილოტირება დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, პროექტი აგრძელებს პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის სრულყოფას თბილისის 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში“, - აცხადებენ უწყებაში.

მთლიანობაში, პროექტში 46 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება. პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა იან სლივამ. ალტერნატიული სერვისების განვითარების მიმართულებით კი მემორანდუმის ხელმომწერები არიან მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორი იან სლივა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics