|
2021-04-19 23:49:30, 627 ნახვა
კომენტარი
კელი დეგნანი - შეთანხმება ღია რჩება ინდივიდუალური დეპუტატებისთვის ხელმოსაწერად, მჯერა, რომ ყველა პარტია შემოვა პარლამენტში
„შეთანხმება ღია რჩება ინდივიდუალური დეპუტატებისთვის ხელმოსაწერად, მჯერა, რომ ყველა პარტია შემოვა პარლამენტში“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს წინსვლა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის. „ეს შეთანხმება ღია რჩება ინდივიდუალური დეპუტატებისთვის ხელმოსაწერად, ჩვენ გვინდა, ეს შეთანხმება იყოს რაც შეიძლება ფართო, რათა ვაჩვენოთ, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი მომავლისთვის, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა წინ კიდევ ბევრი საქმეა. მე მჯერა, რომ ეს ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას და ყველა პარტია შემოვა პარლამენტში, რათა გააძლიეროს საქართველოს ინსტიტუციები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)