|
2021-04-19 16:24:09, 648 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - გაკვირვებული ვარ „ქართული ოცნების“ განცხადებებით, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე იყენებს ჩემს სახელს
გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, გიორგი რურუა არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში, თუმცა პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკუთარ პრინციპულობაზე მაღლა ქვეყანა დააყენოს. „გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, არა ერთხელ, ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემ სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელ კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ, ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ, ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკების საგანი, ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გააწყვეტილება, როგორც არა ერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, იქნება ეს ოპოზიციისგან თუ მმართველი პარტიისგან ან სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად მოტივაციას არ ასაჯაროვებს. თუმცა, ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი, რომ თუ სასწორზე ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტბაილურობა და წინსვლა დგას, პრეზიდენტის მოვალება სწორედ ის არის, რომ საკუთარი შეხედულებებისა თუ პრინციპულობის მაღლა დააყენოს ქვეყანა.“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)