2021-04-19 15:37:30, 583 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - ვიმედოვნებთ, რომ მივდივართ კრიზისის მოგვარებისკენ, ეს ძალიან პოზიტიურია
ვიმედოვნებთ, რომ მივდივართ კრიზისის მოგვარებისკენ, ეს ძალიან პოზიტიურია, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისთვისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს.
კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია განაგრძობს კონსტრუქციულ მუშაობას.
„ეს ძალიან პოზიტიურია. ვიმედოვნებთ, რომ არსებული კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ და ყველა პარტია კონსტრუქციულ მუშაობას განაგრძობს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან