2021-04-19 09:50:21, 766 ნახვა
პოლიტიკა
რიყეზე დღეს საერთო ოპოზიციური შტაბის პრეზენტაცია გაიმართება
ოპოზიციური პარტიები დღეს რიყეზე საერთო ფორმატში შეიკრიბებიან.
შეკრება 15:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ლეიბორისტული პარტის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეკრებაზე საერთო ოპოზიციური შტაბის პრეზენტაციას გამართავენ.
„19 აპრილს მოხდება საერთო ოპოზიციური პოლიტელიტის შეკრება, რიყეზე ამფითეატრში, სადაც ხმამაღლა იქნება გაცხადებული ის სტრატეგია, რასაც ვაპირებთ 15 მაისს. 15 მაის კი ყველას ველოდებით რუსთაველის გამზირზე, თუმცა ამისათვის სწორი ორგანიზაციული დაგეგმისათვის დღეს ჩატარდა ყველა აუცილებელი ღონისძება და მოხდა აზრთა გაცვლა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,