|
2021-04-18 21:09:37, 849 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - გვჭირდება კიდევ დრო კონსულტაციებისთვის იმიტომ, რომ გვაქვს შეკითხვები
„გვჭირდება კიდევ დრო კონსულტაციებისთვის იმიტომ, რომ გვაქვს შეკითხვები“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან არის მოწოდებები, რომ ყველა პარლამენტის წევრმა განიხილოს შეთანხმების ხელმოწერა. „ეს არის პროცესი, რომ ყველა პარტია გაივლის თავის შიდა კონსულტაციებს. ჩამოყალიბდება შესაბამისად პარტიული პოზიციები. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ ყველა პარლამენტის წევრმა განიხილოს შეთანხმების ხელმოწერა და სწორედ ამიტომ ხდება საჯარო ეს დოკუმენტი, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვერ გეტყვით იმას, რომ ჩვენი პარტიული გადაწყვეტილება მიღებულია ჩვენ გვჭირდება კიდევ დრო კონსულტაციებისთვის იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენი შეკითხვები”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)