2021-04-18 19:29:10, 489 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კრიზისს განმუხტავს ჩვენთვის მისაღები იქნება, ვიქნებით მოქნილი,მაგრამ პრინციპული
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კრიზისს განმუხტავს ჩვენთვის მისაღები იქნება, ვიქნებით მოქნილი მაგრამ პრინციპული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ის ელოდება, რომ მედიატორებთან ექნებათ კომუნიკაცია და არც გამორიცხავს, რომ დენიელსონთან დისტანციური საუბარიც შედგეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ევროკავშირის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის მედიატორობით შეხვედრა იწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,