01:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 14:58:25, 530 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო - ეგოიზმი დავრთგუნოთ, სხვა შეგვებრალოს, გვქონდეს სიყვარული და მაშინ შევძლებთ გავხდეთ ნამდვილი ქრისტიანები

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა, რომ ადამიანებს არა საკუთარი თავი არამედ სხვისი გახარება, სხვაზე ზრუნვა უნდა უნდოდეთ.

მისივე თქმით, მხოლოდ ეგოიზმის დათრგუნვით და სიყვარულით შეძლებენ ადამიანები ნამდვილ ქრისტიანებად გახდომას.

„როდესაც ადამიანის ძარღვებში ჩქეფს ასეთი სიყვარული, რომელიც ფიქრობს მოყვასზე, მის მსახურებაზე, აი, დღეს პირველ სახარებაში იყო ასეთი სიტყვები: „თუ გინდათ, რომ დიდნი იყოთ, იყავით სხვების მსახური, და თუ გინდა, პირველი იყო, იყავი სხვების მონა“.

ეს ნიშნავს, რომ თავდავიწყებით, შენი თავი აღარ გახსოვდეს, შენ უნდა გინდოდეს, სხვას ემსახურო, სხვა გაახარო და თუ არის ასეთი დამოკიდებულება ჩვენს სულში, რომ სხვაზე ვიზრუნოთ, სხვა შეგვებრალოს, ჩვენი ეგოიზმი დავთრგუნოთ და გვქონდეს ასეთი სიყვარული, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ გავხდეთ ქრისტიანები.

ეს დიდი მარხვა ამისთვის არის, მაგრამ თუ ვერა, მაშინ დავრჩებით ვინ? – დავრჩებით და გარდავიცვლებით, როგორც ფარისევლები, მხოლოდ ცარიელი ფორმის დამცველები. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტე იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენ გარდავიცვალოთ, როგორც ფარისევლები, არამედ იმისთვის მოვიდა, რომ გვაცხონოს და გადაგვარჩინოს, როგორც აი, ეს მეძავი დედაკაცი შეიწყალა და გადაარჩინა მისი სიყვარულის გამო და როგორც ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი გადაარჩინა, რომლის ლოცვით შეგვიწყალოს ჩვენ უფალმან ყოველნი ჩვენგანნი”, - განაცხადა მეუფე შიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics