|
2021-04-18 12:10:59, 1299 ნახვა
მსოფლიო
BBC - ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გარდაიცვალოს
BBC-ის ინფორმაციით, ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გარდაიცვალოს. როგორც „ბიბისი“ მედიკოსების განცხადებებზე დაყრდნობით წერს, ნავალნის ბოლოდროინდელი ანალიზის პასუხები მიუთითებს, რომ მას შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩერდეს გული ან თირკმლის უკმარისობა განუვითარდეს. ნავალნის ექიმმა ვასილიევამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობამ ბოლოდროს კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ალექსანდრე პოლიპანმა, რომელიც ნავალნის ერთ-ერთი ექიმი იყო, მოწამვლის შემდეგ , გამოაქვეყნა სისხლის ანალიზის შედეგები და თქვა, რომ მას სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ან იგი "მომდევნო დღეებში შესაძლოა გარდაიცვალოს". შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ცნობილი კრიტიკოსი, თებერვალში თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს. ცნობილმა მწერლებმა, მხატვრებმა და მეცნიერებმა მიმართეს წერილით ვლადიმერ პუტინს, რომელშიც ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნიმ სასწრაფო სამედიცინო დახმარება უნდა მიიღოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)