|
2021-04-17 21:17:40, 929 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მოსალოდნელი იყო
„ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მოსალოდნელი იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის რიტორიკა არის წინააღმდეგობრივი და ისინი ხშირად დგამენ ალოგიკურ ნაბიჯებს. „ალოგიკური არის უარი, მაგრამ, ალბათ, მოსალოდნელი მაინც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, ოპიზიცია ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ალოგიკურ ნაბიჯებს. თავისთავად, ეს რიტორიკაც არის წინააღმდეგობრივი - როდესაც, ერთი მხრივ, საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, ეს ხელმოწერა არის დასავლეთიდან, ვაშინგტონიდან ზეწოლის შედეგი და, მეორე მხრივ, ამბობენ იმას, რომ მაინც არ აწერენ ხელს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა. ეს მტკიცება და ლოგიკა, თავისთავად, არის წინააღმდეგობრივი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)