2021-04-17 17:26:00, 579 ნახვა
პოლიტიკა
19 აპრილს რიყეზე საერთო ოპოზიციური შტაბის პრეზენტაცია გაიმართება
ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს რიყეზე საერთო ფორმატში შეიკრიბებიან
როგორც „ლეიბორისტული პარტის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია 15 მაისს დაგეგმილი აქციის სამოქმედო გეგმას წარადგენს.
„19 აპრილს მოხდება საერთო ოპოზიციური პოლიტელიტის შეკრება, რიყეზე ამფითეატრში, სადაც ხმამაღლა იქნება გაცხადებული ის სტრატეგია, რასაც ვაპირებთ 15 მაისს.
15 მაის კი ყველას ველოდებით რუსთაველის გამზირზე, თუმცა ამისათვის სწორი ორგანიზაციული დაგეგმისათვის დღეს ჩატარდა ყველა აუცილებელი ღონისძება და მოხდა აზრთა გაცვლა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,