|
2021-04-17 16:46:54, 886 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, სხვადასხვა ჯგუფი დაგვიპირისპიროს
„ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, სხვადასხვა ჯგუფი დაგვიპირისპიროს“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ხეობის მცველების“ წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა აგორებული. „ინტერნეტსივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციიდან გააძევეს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ინფორმაციაა. ამ ყველაფერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ბატონ მალხაზსაც შევეხმიანეთ და მასაც ავუხსენით ეს ყველაფერი. აქ მოსვლა არავისთვის აკრძალული არ არის და ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ ამ თემას არ მოჰყვეს შემდგომი გაგრძელება და გვინდა, რომ აღარ იყოს ამ თემაზე სპეკულაციები. მოგეხსენებათ, რთულ ფაზაში ვართ გადასული და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, დააპირისპიროს ჩვენთან სხვადასხვა პერსონა თუ ჯგუფი. ვხედავთ, რომ ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)