|
2021-04-14 21:51:55, 612 ნახვა
კომენტარი
აშშ - „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი იქნეს მიღწეული
„ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი იქნეს მიღწეული“, - ამის შესახებ ამერიკის დიპლომატიური უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორივე მხარემ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა. „ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს ჩვენი პოზიცია, რომ მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო -ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)