2021-04-14 11:32:25, 530 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ავტობუსებზე განთავსებული საინფორმაციო ტაბლოები ტექნიკური ხარვეზის გამო გამორთულია
თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებული საინფორმაციო ტაბლოები ტექნიკური ხარვეზის გამო გამორთულია.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებულ საინფორმაციო ტაბლოებზე, რომლებზეც ავტობუსის მარშრუტის ნომრებია ასახული, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. აღნიშნული ხარვეზის გამო, ტაბლოები არის გამორთული.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც ავტობუსების ტაბლოების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ,ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),