08:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 10:55:43, 2011 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 664 თბილისში, 120 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 96 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 664 თბილისში, 120 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 96 აჭარაში გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 426-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 81 ადამიანი იმყოფება.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 264, აჭარაში - 390, იმერეთში - 360. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში - 209, აჭარაში - 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში -10, იმერეთში - 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 6.

სულ  6 ოქტომბრიდან - 13 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 194 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 103 პირი, აჭარაში - 2 261, იმერეთში - 994“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics