|
2021-04-13 23:35:28, 936 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - შეუძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას
„შეუძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ასე ვერ გადარჩება. „რამდენი ხანი შეიძლება რომელიმე მთავრობა ასე გადარჩეს? ეს ხომ შეუძლებელი ამოცანაა. ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს, რომ უნდა დავიჯეროთ ყველამ, რომ ეს ხალხი უცებ, 8 წლის მერე ხდება რაღაც სასწაული, გონება ეხსნებათ, უცებ გაბრწყინდებიან და უცებ დაიწყებენ სწორი რაღაცების კეთებას, რეფორმების გატარებას, რომლებიც ამ ქვეყანას ამოიყვანს ამ წუმპიდან. მე ამისი არ მჯერა. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ესენი რამეს შეძლებენ. შეუძლებელია, მათ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნან. შეუძლებელია, ღარიბაშვილმა შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი. ერთადერთი რაც შეუძლია ღარიბაშვილს, რომ ადამიანების ყურადღება მძიმე ეკონომიკური პრობლემიდან გადაიტანოს ნებისმიერ სისულელეზე. რაღაც სისულელეები ააფეთქოს, რომელზეც მედიის ყურადღება და შემდეგ ხალხის ყურადღება წავა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)