|
2021-04-13 14:13:45, 459 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას ადვოკატი - პროკურატურას და სასამართლოს მტკიცებულებები არ აინტერესებს, ეს არის დადგმული სპექტაკლი
არც პროკურატურას და არც სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებები არ აინტერესებს, ეს არის დადგმული სპექტაკლი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სასამართლომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების საქმისთვის დართვაზე უარი განაცხადა. „სასამართლო პროცესზე თვალნათლივ გამოჩნდა, რომ არც პროკურატურას და არც სასამართლოს არ აინტერესებს რეალურად საქმეში არსებული მტკიცებულებები. ეს არის დადგმული სპექტაკლი. აქ მტკიცებულებებს და სამართლებრივ მიდგომებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლომ უარი განაცხადა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების საქმეზე დართვაზე. სასამართლოს არ აინტერესებს მოხდა თუ არა უმნიშვნელოვანესი ვიდეომტკიცებულებების წაშლა, არ აინტერესებს სასამართლოს აღნიშნულ საქმეში ჩართული არის თუ არა პოლიტიკური ხელმძღვანელობა და გამოიყენება თუ არა სასამართლო და პოლიტიკური მიზნებისთვის. აი ასე, ძალიან მარტივად გვითხრეს, რომ არ გვაინტერესებს“, - აღნიშნა კონდახაშვილმა. მისი თქმით, სასამართლო ცდილობს, შექმნას ანტურაჟი, რომ თითქოს კანონის საფუძველზე აყენებენ შუამდგომლობებს. „ნიკა მელიამ ძალიან ნიშანდობლივად გააკეთა განცხადება, რომ ფაქტობრივად მოკლედ და ლაკონურად უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივად იმიტირებული სასამართლო პროცესი. სასამართლო და პროკურატურა ცდილობს, შექმნას ანტურაჟი, რომ სასამართლო პროცესი იმართება და თითქოს რაღაც კანონის საფუძველზე აყენებენ შუამდგომლობებს, იღებენ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვიხილეთ, რომ მოსამართლე ჯერ ერთი - ღიზიანდებოდა ყოველწამიერად. დაცვის მხარის მიერ იქნა მითითებული, რომ ხელისუფლებაც კი იმდენად არ სცემს სასამართლოს პატივს, რომ ფაქტობრივად სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე წინასწარ მსჯელობს და მთელი ეს პროცესი არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური დევნის კლასიკური განსახიერება. მეორე მხრივ - ორ საათიანი მსჯელობის შემდეგ, მოსამართლემ გამოაცხადა, რომ მას არ აინტერესებს საქმეში მტკიცებულებები, მას არ აინტერესებს მოწმეები, არ აინტერესებს მოხდა თუ არა ვიდეოს, სათვალთვალო კამერებისა და ასეთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების წაშლა და გაყალბება“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)