2021-04-12 11:33:58, 606 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო - მსოფლიოში ვაქცინების ომია, საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა და პოლიტიკური გახდა
ვაქცინების საკითხი ჯანდაცვის სფეროს გაცდა და უკვე გახდა პოლიტიკური, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკო ჩინური ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით ჩინეთში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი უწყების გამონათქვამია.
„ჩემი აზრით, ეს ვაქცინების ომია, ძალიან დიდი ინტერესების გადაკვეთა ხდება. ვაქცინების საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა და უკვე გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება, ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ.
ჩინურ ვაქცინაზე არ ვიტყოდი, რომ თვითონ ჩინეთის მიერაა დაწუნებული. ეს არის მათი ერთ-ერთი უწყების გამონათქვამი და ერთგვარი სურვილი, რომ კარგი იქნებოდა, უფრო მეტი ეფექტურობა ჰქონოდა.
ახლა ჩვენი ინსტრუმენტი რჩება ისევ მობილობის შემცირება და ვაქცინაცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,