2021-04-10 15:25:07, 712 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე გაათავისუფლა
სასამართლომ „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე სამართალდამრღვევად არ სცნო და ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა.
სასამართლო სხდომა ქუთაისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ქუთათელაძეს სამართალდამცველები წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, რაც არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ქუთათელაძე გუშინ დააკვეს, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან